თეგებით ძიება

სისხლიანი დაპირისპირება - წყალტუბოში მოსწავლე დაჭრეს

წყალტუბო მესამე საჯარო სკოლასთან გუშინ არასრულწლოვანი დაჭრეს. "რუსთავი2"-ის ინფორმაციით, დაჭრილი ახალგაზრდა ამავე სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლეა.

ის სავარაუდოდ 20 წლამდე მამაკაცმა დაჭრა. ჩხუბის მიზეზი უცნობია.

დაჭრილი ახალგაზრდა საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას ჭრილობა მუცლის არეში აქვს. არსებული ინფორმაცით, ინციდენტში მონაწილე დაკავებული არაა.

შს სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა