თეგებით ძიება

არასრულწლოვანმა ჩვენება შეცვალა – გაუპატიურებაში ბრალდებული დარბაზიდან გაათავისუფლეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ, აღკვეთი ღონისძიება შეუცვალა არასრულწლოვნის გაუპატიურებაში ბრალდებულ 23 წლის მამაკაცს. 8-თვიანი პატიმრობის შემდეგ მოსამართლემ ის დარბაზიდან გაათავისუფლა.

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც დაზარალებულმა არასრულწლოვანმა სასამართლო სხდომაზე მოულოდნელად ჩვენება შეცვალა და თქვა, რომ გაუპატიურებას ადგილი არ ჰქონია.

როგორც პრალდებულის და, „პრაიმტაიმთან“ ამბობს, ახლა მისი ძმაც და გოგოც ერთად ცხოვრობენ.

სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა გრძელდება და ნაფიც-მსაჯულთა ვერდიქტს 23 წლის ბრალდებული ციხის გარეთ დაელოდება.

შემთხვევა რვა თვის წინ, თბილისში მოხდა.

გამოძიების ეტაპზე დაზარალებულმა არასრულწლოვანმა 23 წლის მამაკაცის წინააღმდეგ მისცა ჩვენება, რომელსაც ბრალი არასრულწლოვნის გაუპატიურებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის წარუდგინეს.

სასამართლოში კი განაცხადა, რომ აღნიშნული ჩვენება ბრალებულთან დაპირისპირებული ერთ-ერთი ქალის ზეწოლის შედეგად მისცა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა