თეგებით ძიება

სისხლიანი ანგარიშსწორება წყალტუბოში

წყალტუბოში სისხლიანი გარჩევის დროს დაჭრილი 18 წლის მოსწავლე ამ დრომდე ქუთაისის საავადმყოფოშია. მას ორი გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, ამჟამად კი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

რაც შეეხება დამნაშავეს, პოლიციას ის ჯერ არ დაუკავებია. თავად დაშავებული დაჭრის ფაქტს უარყოფს და აცხადებს, რომ დაზიანებები წაქცევის შედეგად მიიღო. თუმცა, ცნობილია ის, რომ სკოლის მოსწავლე 20 წლის ბიჭმა ჩხუბის დროს დაჭრა და მიმალვა შეძლო.

"აღნიშნული ინციდენტი მოხდა საჯარო სივრცეში, ლორთქიფანიძის სახელობის სკვერში. ბავშვი იყო ძალიან კარგი, მეგობრული, ეს არის კრიმინალური ფაქტი, რომელსაც თითოეული ჩვენგანი, სკოლის ადმინისტრაცია ვგმობთ. დღის განმავლობაში რაიმე დაპირისპირება არ მომხდარა", - განაცხადა სკოლის დირექტორმა, მიხეილ კაკაბაძემ.

გავრცელებული ცნობით, ბიჭებს შორის კონფლიქტი გოგონას გამო დაიწყო, რომელიც დაჭრილი მოსწავლის კლასელია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა