თეგებით ძიება

გლდანში მომხდარი დაჭრის ფაქტზე დაკავებულ პირს ბრალი წარედგინა

გლდანში 21 წლის ბიჭის დაჭრის ფაქტზე დაკავებულს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა - ინფორმაციას საგამოძიებო უწყება ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქმეზე ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაინიშნება, რათა ბრალდებულის ფსიქიკური მდგომარეობა შეისწავლონ:

"საქართველოს პროკურატურამ, გ.თ-ს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, ლ.ბ.-ს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 17 მაისს, ქ. თბილისში, გლდანის რაიონში, ლ.ბ.-მ ყოველგვარი მოტივის გარეშე, ხულიგნური ქვენა გრძნობით, გ.თ.-ს დანით განზრახ მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო ჭრილობები და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ლ.ბ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ესე იგი სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, ჩადენილი ხულიგნური ქვენაგრძნობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდების მხარე ლ.ბ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. ამასთან, დაინიშნება ფსიქიატრიული ექსპერტიზა ბრალდებულის ფსიქიკური მდგომარეობის შესწავლის მიზნით.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება" - წერია უწყების განცხადებაში.

წყარო:newposts.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა