თეგებით ძიება

20 წლის ბიჭი, რომელმაც, სავარაუდოდ, მოსწავლე დაჭრა, პოლიციაში მივიდა

წყალტუბოში, მოსწავლის დაჭრის ფაქტზე, მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირი დავით ბენიძე პოლიციაში გამოკითხვაზე ადვოკატთან ერთად მივიდა.

როგორც უფლებადამცველი აცხადებს, მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა საგამოძიებო ორგანოში მისვლა თავად გადაწყვიტა.

სავარაუდოდ, 20 წლის ბიჭმა წყალტუბოს მესამე საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასელი დაჭრა. დაზარალებული სხვისი მხრიდან მიყენებულ დაზიანებებზე არ საუბრობს და ამბობს, რომ ჭრილობა წაქცევის შედეგად მიიღო.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსეის 117-ე მუხლით მიმდინარეობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა