ქუთაისში "საქართველოს ბანკის" ფილიალს თავს დაესხნენ - დამტვრეულია 15-მდე სწრაფი ჩარიცხვის აპარატი
ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, "საქართველოს ბანკის" ფილიალს თავს დაესხნენ და შენობის შუშები ჩალეწეს. "მთავარი არხის" ინფორმაციით, 15-მდე სწრაფი ჩარიცხვის აპარატი კი დაამტვრიეს.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.