თეგებით ძიება
20. 05. 2021 მსოფლიო

ენტონი ბლინკენმა რუსეთის სამხედრო აქტიურობის გამო ღრმა შეშფოთება გამოხატა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აშშ-ის სახელმწიფო მდივანსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის გამართული შეხვედრის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

„სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ აშშ-ს მოსკოვთან უფრო სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობები სურს. სახელმწიფო მდივანმა ასევე დაადასტურა პრეზიდენტ ბაიდენის მტკიცე განწყობა, დაიცვას აშშ-ის მოქალაქეები და მტკიცედ იმოქმედოს აშშ-ის ინტერესების დასაცავად რუსეთის ქმედებების საპასუხოდ, რომელიც ზიანს აყენებს ამერიკას ან ჩვენს მოკავშირეებს. სახელმწიფო მდივანმა განმარტა, რომ რუსეთმა უნდა გაათავისუფლოს ამერიკის მოქალაქეები, პოლ უელანი და ტრევორ რიდი“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ღრმა შეშფოთება გამოხატა უკრაინაში და მის მახლობლად რუსეთის სამხედრო აქტიურობის გამო. ენტონი ბლინკენმა ასევე გამოხატა შეშფოთება ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ოპოზიციური ორგანიზაციების დევნის გამო.

„მხარეებმა ასევე განიხილეს რეგიონული საკითხები, მათ შორის სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტის გრძელვადიანი პოლიტიკური გადაწყვეტის მოძებნა. მათ ასევე განიხილეს ის სფეროები, სადაც ჩვენს ქვეყნებს შეუძლიათ ისარგებლონ მდგრადი და გაღრმავებული თანამშრომლობით, მათ შორის ავღანეთის, სტრატეგიული სტაბილურობისა და ირანისა და ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამების შეზღუდვის საკითხები“, - აღნიშნულია განცხადებაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა