თეგებით ძიება

იუპიტერი თევზებში - თევზებო, მოვიდა თქვენი დრო

იუპიტერი 2021 წლის 14 მაისს ის თავის სახლს – თევზებს ესტუმრა. მას ასტროლოგიში ბედნიერების, სიკეთის პლანეტას ეძახიან. თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ იუპიტერს მხოლოდ ბედნიერება მოაქვს.

ახლა იუპიტერი თევზებშია, სადაც ცოტა ხანი გაჩერდება და მერე რეტროგრადული სვლით ისევ მერწყულში დაბრუნდება, სადაც ახლა დგას და უკვე წლის ბოლოს დიდი ხნით დაბრუნდება თევზებში.

თევზებში იუპიტერი ნეპტუნის მასპინძლობაში (იუპიტერი და ნეპტუნი თევზები თანამმართველები არიან) იქნება.

იუპიტერი სოციალური პლანეტაა და მისი გავლენაც ძირითადად სოციალურ საკითხებზე მოხდება. თევზები არის ყველაფერი დაფარულის, საიდუმლოს, მისტიკურის ნიშანი, ზოგ შემთხვევაში კი ჯაშუშებისაც.

ნუ გაგვიკვირდება, თუ იუპიტერის თევზებში სტუმრობა მოგვიტანს ძალაუფლებისთვის ფარულ ბრძოლის მაგალითებს. შეიძლება ზოგ ქვეყანაში გაძლიერდეს ჯაშუშური თემები; შეიძლება გამოვლინდეს რაღაც ფარული საქმიანობა სოციალურ თემებში.

ნეპტუნის გვერდით იუპიტერი თევზებში თავს ბუნებრივად, ლაღად გრძნობს და შეიძლება თავისი საუკეთესო თვისებები გამოავლინოს.

გამორიცხული არაა, რომ მოიხსნას შეზღუდვები მოგზაურობაზე, გაიხსნას საზღვრები, გამოჩნდება მოგზაურობის, თვალსაწიერის გაფართოების, უცხოელებთან და საზღვარგარეთ საქმიანობის სურვილი.

ამის თქმის უფლებას გვაძლევს ის მომენტი, რომ იუპიტერი, ყველაფერი დანარჩენთან ერთად, ყველაფერი უცხოურის, საზღვარგარეთის სიმბოლოა. აი, ვვარაუდობთ, რომ მოგზაურობაზე სრულად შეზღუდვები მოიხსენება 2023 წლის მარტში, როცა აკრძალვებისა და შეზღუდვების პლანეტა სატურნი დატოვებს მერწყულის ნიშანს.

მოვლენებს ცოტათი წინ გავუსწრებთ და აქვე გეტყვით, იუპიტერის თევზებში გადასვლა ვის მოუტანს განსაკუთრებულ სიკეთეს.

რა თქმა უნდა, პირველ რიგში წყლის ნიშნებს: თევზებს, კირჩხიბებსა და მორიელებს. პოზიტიურ ცვლილებებს იგრძნობთ ყველა, მაგრამ განსაკუთრებით გაუმართლებთ თევზებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა