თეგებით ძიება

სამცხე-ჯავახეთის კულტურული და ისტორიული ცენტრი „რაბათის ციხე“

სამცხე-ჯავახეთის ადმინისტრაციული ცენტრის, ახალციხის რაბათის ციხე შუა საუკუნეებშია აგებული. ციხეს თავდაპირველად სამი გალავანი ქონია შემოვლებული.

დროთა განმავლობაში ციხე თითქმის მთლიანად ჩამოინგრა და ჩამოიშალა ხოლო მისი აღდგენა მხოლოდ 2012 წელს მოხდა.
ციხე ძველი დროიდანვე განსაზღვრავდა რეგიონის ისტორიულ თუ კულტურულ დანიშნულებას. აქ იყო ყველაზე დიდი მონათა ბაზარი და საუკუნეების განმავლობაში შაჰის რეზიდენცია.

სამცხე-ჯავახეთის კულტურული და ისტორიული ცენტრი „რაბათის ციხე“


ციხის რესტავრაციამ ერთიორად გაზარდა რეგიონში ტურისტთა რიცხვი. სარეაბილიტაციო სამუშაოებისას დაიღუპა რამნდენიმე მუშა, რომელთა ოჯახებსაც კომპენსაციის სახით გარკვეული ოდენობის თანხა გადაეცათ.

არაოფიციალური ინფორმაციით, როგორც მუშები აცხადებდნენ სარეაბილიტაციო სამუშაოებისას, იპოვეს ოქრო, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენლებმა წაიღეს.

მრავალ კოშკსა და ქონგურს შორის გამოსარჩევია ერთ-ერთი მაღალი კოშკი,რომელსაც კოშკის კოშკსაც უწოდებენ,რადგან აქედან გადმოხედვისას მთელი კომპლექსი ჩანს.



ციხეს აქვს სხვადასხვა ზომის აუზი, რომელშიც ხშირად ყრიან ხოლმე მონეტებს და უთქვამენ სურვილს.
ამ ეტაპზე აუზები დამშრალია და წყალს აღარ უშვებენ.

პანდემიის დროს ციხე მთლიანად დაკეტილი იყო, გახსნის შემდეგ კი ვიზიტორთა რაოდენობა შემცირდა, დაცვის თანამშრომელთა თქმით, სწორედ ეს იყო აუზების დაშრობის მიზეზი.

გარკვეული დროის განმავლობაში ციხე თავდაცვით ფუნქციასაც ასრულებდა. სარეაბილიტაციო სამუშაოების შემდეგ მისი პირვანდელი იერსახე შეიცვალა, შემცირდა მასშტაბიც, თავდაპირველად ის სოფელ ვილოტამდე იყო გადაჭიმული.

ციხის ტერიტორიაზე მდებარე მეჩეთის აღდგენის სანაცვლოდ, ტაოში აღდგა ორი მართმადიდებლური ეკლესია. ტურისტებს მეჩეთში შესვლა და მისი დათვალიერებაც შეუძლიათ.



კომპლექსის ზედა ნაწილში (პირობითად, სიმარტივის მიზნით ყოფენ ზედა და ქვედა ნაწილად) განთავსებულია ისტორიული მუზეუმი, რომელშიც დაცულია სხვადასხვა ისტორიული არტეფაქტი. აქ არის ერთ-ერთი უძველესი, ხელით გადაწერილი ბიბლია, საბრძოლო და სამუშაო იარაღები, სამოსი და თასი, რომელიც ნაპოვნია არმაზის მთაზე.

რესტავრირებული „რაბათის ციხე“ იქცა რეგიონის კულტურულ ცენტრად და აქ ხშირად იმართება სხვადასხვა სახის კულტურული თუ ისტორიული ღონისძიება და ფესტივალი.

ერთ-ერთი ვიზიტორი, რუსკა მსხვილიძე ინტერვიუს დროს ამბობს: მნიშვნელოვანია ის ფაქტი,რომ აღდგენის მიუხედავად არ დაკარგულა მისი ისტორიული მნიშვნელობა, შემორჩენილია ის დიდებულება, რაც მას წლებისა და საუკუნეების წინ ქონდა, ხოლო მისი განახლება და აღდგენა მნიშვნელოვანი და წინგადადგმული ნაბიჯი იყო, არა მარტო რეგიონისთვის, არამედ ქვეყნისათვის. რადგან ეს ერთ-ერთი დიდი ტურისტული ზონაა და ქვეყნის შემოსავლის წყარო.


სტატიის ავტორი :ნატო ვარდიძე


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა