თეგებით ძიება
20. 05. 2021 მსოფლიო

ჰაიკო მაასი: ისრაელს მოსახლეობის დაცვა უნდა შეეძლოს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჰაიკო მაასი ისრაელში ჩავიდა.

ჰაიკო მაასმა განაცხადა, რომ ისრაელს უფლება აქვს, საკუთარი თავი მასობრივი და მიუღებელი თავდასხმებისგან დაიცვას. მისი თქმით, გერმანიის ისრაელისადმი სოლიდარობა მხოლოდ სიტყვებით არ შემოიფარგლება.

„ვიდრე არსებობენ სახელმწიფოები და ჯგუფები, რომლებიც ისრაელს განადგურებით ემუქრებიან, მას უნდა შეეძლოს თავისი მოსახლეობის დაცვა. ჩვენ მხარს ვუჭერთ საერთაშორისო ძალისხმევას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და დარწმუნებულნი ვართ, რომ ძალადობა რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე“, - აღნიშნა ჰაიკო მაასმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა