თეგებით ძიება

"დილას გოგონა ტაძარში იყო მეგობართან ერთად, მოგვიანებით ბებიამ ნახა საძროხეში ჩამომხრჩვალი" - ახალი დეტალები ლანჩხუთის ტრაგედიაზე

ტრაგედია ლანჩხუთში - მე-11 კლასელმა გოგომ დღეს,სავარაუდოდ, თავი მოიკლა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, არასრულწლოვანი დილით მეგობრებთან ერთად ტაძარში იყო, სახლში დაბრუნებული ბებიას ესაუბრა, შემდეგ კი ტრაგედია დატრიალდა.

ადგილობრივების თქმით, მოზარდი დღეს ბოლო ზარზე სკოლაში არ წასულა.

"ბებიამ ნახა საძროხეში იყო ჩამომხრჩვალი. ძალიან კარგი ბავშვი იყო. პრობლემები არ ჰქონდა, დილას ტაძარში ყოფილა მეგობართან ერთად. იქიდან დაბრულებულს ბებიას ესაუბრა, ცოტა ხანში კი სწორედ ბებიამ იპოვა გარდაცვლილი"- ამბობს ადგილობრივია "ტვ პირველთან".

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა