უკრაინაში ქართველი "კანონიერი ქურდი" დააკავეს
უკრაინის ქალაქ დნეპრში, სპეცოპერაციის შედეგად, ქართველი "კანონიერი ქურდი", ლაშა ჯაჭვლიანი (მეტსახელად - ლაშა სვანი) დააკავეს.
პოლიციის ინფორმაციით, დაკავებული ერთდროულად რამდენიმე ოლქის კრიმინალურ ქსელებს აკონტროლებდა და "სამყაროს" ერთ-ერთი ყველაზე გავლენიან წევრად მიიჩნევა.
სამართალდამცველებმა სპეცოპერაციის დრო ქურდული სამყაროს კიდევ 10 წევრი, მათ შორის ე.წ. მაყურებლები დააკავეს.
დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით დაიწყო.