თეგებით ძიება

თაღლითური სქემა - დაზარალებული მეზღვაურების ოჯახის წევრები თარჯიმანს ფიზიკურად გაუსწორდნენ

თაღლითბა აჭარაში - დაზარალებული მეზღვაურების ოჯახის წევრები ფიზიკურად გაუსწორდნენ თარჯიმანს, რომელიც, მათი მტკიცებით, თაღლითური სქემის მონაწილეა. ადგილი ჰქონდა სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას. დაზიანებულია თარჯიმნის ოფისის ინვენტარი და ტექნიკაც.

დაზარალებული მეზღვაურები და მათი ოჯახის წევრები ყვებიან, რომ ათობით ქართველ მეზღვაურს თურქეთის მოქალაქემ, დასაქმების სანაცვლოდ, სხვადასხვა ოდენობის თანხა გამოსძალა და შეხვედრა დღეს, სარფში დაუთქვა. მეზღვაურები ამბობენ, რომ დაპირების მიხედვით, სარფში ყველა მივიდა თავად ორგანიზატორისა და მისი თარჯიმნის გარდა. თურქეთის მოქალაქემ ტელეფონი გამორთო და მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.

დაზარალებულები გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას ითხოვს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა