თეგებით ძიება

დაზარალებული მეზღვაურები იკითხებიან

აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოში დაზარალებული მეზღაურების დაკითხვა გრძელდება. მათი ოჯახის წევრები კი სამმართველოსთან არიან შეკრებილები. ისინი დამნაშავეების დასჯას და თანხის უკან დაბრუნებას ითხოვენ.

ბათუმში ათობით მეზღვაური კომპანია „ბეშიქთაშქ გრუპს“ თაღლითობაში ადანაშაულებს. დაზარალებლების თქმით, თურქეთის მოქალაქეს გემზე დასაქმების სანაცვლოდ 500-დან 800 დოლარამდე გადაუხადეს, თანხის გადაცემის შემდეგ კი ის გაუჩინარდა. ამბობენ, რომ თაღლითური სქემის მონაწილე საქართველოს მოქალაქეებიც არიან.

აჭარის საზღვაო ტრანსპორტის სააგნეტოს ხელმძღვანელი აფრთხილებს მეზღაურებს დამსაქმებელი კონპანიის მონაცემები სააგენტოში გადაამოწმონ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა