თეგებით ძიება

დიდ დიღომში მომხდარი დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა

დიდ დიღომში გუშინ საღამოს მომხდარი დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა.

ახალგაზრდებს შორის სისხლიან დაპირისპირდებას წინ სიტყვიერი კამათი უძღოდა, რაც მალევე ჩხუბში გადაიზარდა.

დაშავებული საავადმყოფოში მუცლისა და ბარძაყის არეში ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობით შეიყვანეს. მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. ამჟამად მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

გამოძიება მომხდარზე სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

წყარო:newpost


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა