თეგებით ძიება

ათენში 6 ქართველი დააკავეს, რომლებიც ბინებს ძარცვავდნენ

ათენში 6 ქართველი დააკავეს, რომლებიც ბინების ძარცვით იყვნენ დაკავებულები. ამის შესახებ thetoc.gr იუწყება.

ამ დაჯგუფებას ბინების და სახლების ძარცვის 18 ფაქტთან აქვთ კავშირი. მათ 190 000 ევროს ოდენობის ნივთები აქვთ მოპარული. დაჯგუფების ნაწილი ადრეც იყო ნასამართლევი.

დაჯგუფების წევრებს როლები მკაცრად ჰქონდათ განაწილებული, აქ იყო ბანდის ხელმძღვანელი, ასევე ადამიანები, რომლებიც კონკრეტულად სახლების ძარცვით იყვნენ დაკავებულები, ნივთების შემფასებელი და მათი გამსაღებელი, კერძოდ ეს პირი მობილური ტელეფონების და კომპიუტერების მეხსიერებას „წმენდდა“ და შემდეგ მათ ყიდდა.

ძარცვამდე დაჯგუფების წევრები ადგილზე მანქანით ან ფეხით მიდიოდნენ და სახლს უთვალთვალებდნენ. ისინი სახლის მკვიდრის და მისი მეზობლების გადაადგილებას აკვირდებოდნენ.

დაკავებულთა ჩხრეკის დროს ამოღებულია საიუველირო ნაწარმი, საათები, სხვადასხვა ტიპის ელექტრონული მოწყობილობები, მუსიკალური ინსტრუმენტები, ასევე ლომბარდში მოპარული ნივთების ჩაბარების შესაბამისი დოკუმენტები.

გამოძიებაში საბერძნეთის შს და პროკურატურა არიან ჩართულები, გამოძიება კიდევ რამდენიმე თვე გაგრძელდება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა