თეგებით ძიება

"კბილები აქვს ჩამტვრეული" -"კომენდანტის საათის" დარღვევისთვის, პოლიციამ ახალგაზრდას სცემა (ვიდეო)

შიდა ქართლში ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის გამო, პოლიციამ ახალგაზრდა მამაკაცს დაჯარიმების ნაცვლად სცემა. ექსკლუზიურ ინფორმაციას "მტავარი არხი" ავრცელებს.

ინციდენტი სოფელ ფერმაში რამდენიმე დღის წინ მოხდა. ნაცემია 45 წლის აზიზ უსუპოვი.

დაზარალებულის დედა "მთავართან" ამბობს, რომ ცოტა ხნის წინ მათთან სამართალდამცველები მივიდნენ და უთხრეს, ამ ფაქტის შესახებ არავისთვის ეთქვა და პატიებაც სთხოვეს, თუმცა ნაცემი ახალგაზრდას დედა მოძალადე პოლიციელების დასჯას ითხოვს.

ცნობილია სავარაუდო მოძალადე პოლიციელების ვინაობაც. ისინი იგოეთის პოლიციის თანამშრომლები ზურაბ კელაპტრიშვილი და გიორგი შარიქაშვილი არიან

კასპში ამბობენ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა როდესაც სამართალდამცველები თავადვე ხდებიან სამართალდამრღვევები და რიგით მოქალაქეებს სასტიკად უსწორდებიან.

ბოლო ინციდენტის კადრები ექსკლუზიურად მოიპოვა "მთავარმა არხმა" დეტალები კი გაარკვია გიორგი ახალკაცმა, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში გვიერთდება.

[flash=425,264]

ექსკლუზივი: კომენდანტის საათის დარღვევისთვის, პოლიციამ კასპში ახალგაზრდას სცემა

ექსკლუზივი: კომენდანტის საათის დარღვევისთვის, პოლიციამ კასპში ახალგაზრდას სცემაPosted by მთავარი არხი • Mtavari Arkhi on შაბათი, 22 მაისი, 2021

[/flash]


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა