ვინ არის ბიჭი, რომელმაც ლანჩხუთში, სავარაუდოდ, თავი მოიკლა - ახალი დეტალები
ლანჩხუთში, რკინიგზის სადგურისა და აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, დღეს ბიჭის ცხედარი იპოვეს. 16 წლის ანრი თურმანიძემ, სავარაუდოდ, თავი მოიკლა.
გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანმა წერილი დატოვა, რასაც TIA.GE-სთან საუბარში ოჯახის ახლობელი ამ დროისთვის ვერ ადასტურებს.
არასრულწლოვანი ლანჩხუთის პირველ საჯარო სკოლაში სწავლობდა.
TIA.GE-სთან მოზარდს ახლობლები როგორც მოწესრიგებულს, თავაზიან და შრომისმოყვარე ბავშვს ახასიათებენ.
არსებული ინფორმაციით, ბიჭი მინდობით აღზრდაში იმყოფებოდა.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.