თეგებით ძიება

სადახლოსა და სარფში არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სარფი“ და „სადახლო-საავტომობილო“ არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეების, ლ.კ.-ს, ი.დ.-ს, მ.გ.-ს და ო.ე.-ს მართვის ქვეშ არსებული ავტომობილების, ასევე ხელბარგის, ეჭვის საფუძველზე დეტალური დათვალიერების შედეგად, სპეციალურად მოწყობილ სამალავში, სავალდებულო მარკირებას დაქვემდებარებული, ჯამში 25 000 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის III ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს სანქციის სახით, ჩამოერთვათ საქონელი.

ამასთან, საქართველოს მოქალაქეებს ფულადი ჯარიმა, თითოეულს - 1000 ლარის ოდენობით შეეფარდა, ხოლო უკრაინის მოქალაქეს, რომელიც უკანონოდ 14 800 ღერი არადეკლარირებული სიგარეტის შემოტანას ცდილობდა, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა