თეგებით ძიება

ბაჩანა შენგელია გიორგი გახარიას სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს

ზუგდიდის მეექვსე სკოლის ყოფილი დირექტორის შვილი, ბაჩანა შენგელია, დედის სიკვდილის მიზეზების ხელახლა გამოძიებას ითხოვს. შენგელიამ მთავარ პროკურატურაში შესაბამისი განცხადება უკვე შეიტანა.

საგამოძიებო უწყებისგან ის ია კერზაიას საქმეზე შეწყვეტილი ძიების გაგრძელებას და საქმის ფარგლებში გიორგი გახარიას დაკითხვას ითხოვს.

მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, ზუგდიდში ყოფნის დროს, განათლების მინისტრს უშუალოდ გიორგი გახარიამ დაავალა მე-6 საჯარო სკოლაში ინსპექტირების სამსახურის შესვლა. ოჯახმა სკოლაში ჩატარებული მოქმედებები დირექტორზე ზეწოლად შეაფასა და ია კერზაიას გარდაცვალება სწორედ ამ მოვლენებს დაუკავშირა.

"ამ უკანონობის ავტორი იყო და არის გიორგი გახარია, რომელმა გასცა ბრძანება, რომ მეექვსე საჯარო სკოლაში დირექტორისთვის მოეწყოთ ტერორი, შემდეგ კი მთელი სახელისუფლებო მანქანა ცდილობდა, რომ ჩაეფარცხა ეს საქმე.

მივმართავ გენერალურ პროკურატურას და "ქართული ოცნების" ხელისუფლებას, განაახლონ საქმის გამოძიება, გამოკითხონ გიორგი გახარია და მისცენ ის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში,"- აცხადებს ია კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა