თეგებით ძიება

განახლებული პეტრას ციხის დათვალიერება ფასიანია

აჭარის რეგიონის ღირსშესანიშნაობებს განახლებული პეტრას ციხე შეემატა, რომელიც ჯერ კიდევ იმპერატორ იუსტინიანეს ბრძანებით VI საუკუნეში აშენდა.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ, არსებული ციხე გაამაგრა და 18 მაისიდან პეტრას ციხე ღიაა ვიზიტორთათვის. ყოველ დღე, დილის 10-დან 18 საათამდე. თუმცა, მნახველებმა ერთი რამ უნდა გაითვალისწინონ ციხეში შესვლა ფასაინია, ის 5 ლარი ღირს.

აღსანიშნავია, რომ ციხე-ქალაქი გამორჩეული იყო უნიკალური სამხედრო სტრატეგიული და სავაჭრო-ეკონომიკური მდებარეობით.

განახლებული პეტრას ციხის დათვალიერება ფასიანია


ციხეზე არქეოლოგიური სამუშაოები 1987 წლიდან მიმდინარეობს. 1989 წლიდან ფუნქციონირებს პეტრას ციხის მუზეუმი და ნაკრძალი.

მუზეუმში დაცულია კომპლექსის ტერიტორიაზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი მასალა, რომელიც მოიცავს პერიოდს ბრინჯაოს ხანიდან ადრეული შუა საუკუნეების ჩათვლით: არქიტექტურული დეტალები, მოზაიკის ფრაგმენტები, VIII-VI საუკუნეების სადგომელების მასალები, სამსხვერპლოსა და IV-V საუკუნეების ნაგებობის ნაშთები.



მრავალი ბრძოლის მომსწრე ციხის ნანგრევები ზღვის მხრიდანაც კარგად მოჩანს და ხავსმოკიდებული წარსულის ამბებზე დააფიქრებს მნახველს.

ციხე ქობულეთის რაიონში, სოფელ ციხისძირში მდებარეობს.

აღნიშნული ტერიტორია ავარიულ მდგომარეობაში იყო და მისი დათვალიერება დიდ საშიშროებას წარმოადგენდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა