თეგებით ძიება

სკოლა, რომელსაც ხუთი მოსწავლე ჰყავს

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო აკეთში ფუნქციონირებს საბაზო სკოლა, რომელიც დაქვემდებარებულია აკეთის საჯარო სკოლაზე, რადგან აღნიშნულ სკოლაში მხოლოდ 5 მოსწავლე სწავლობს.

ბავშვების სიმრავლით აკეთის საჯარო სკოლაც არ გამოირჩევა, იქ 70-მდე მოსწავლე სწავლობს.

ზემო აკეთის სკოლაში არის 4 კლასი და ბავშვები ღებულობენ დაწყებით განათლებას, შემდგომ კი სწავლას აგრძელებენ აკეთის საჯარო სკოლაში, სადაც სწავლება 12 კლასამდეა.

აღნიშნულ სასწავლო დაწესებულებასთან დაკავშირებით, TIA.GE-ს ესაუბრა ამავე სკოლის ერთ-ერთი მასწავლებელი, სოფიკო ვადაჭკორია.

- ქალბატონო სოფიკო, როგორც ცნობილია, თქვენთან მხოლოდ ხუთი ბავშვი სწავლობს, რომლებიც იღებენ საბაზო განათლებას. საინტერესოა, ისინი ერთ კლასში არიან თუ სხვადასხვა კლასში?

- სკოლაში არის კლას კომპლექტი 1-ლი და მე-3 კლასის მოსწავლეები სწავლობენ ერთ კლასში, ხოლო მე- 2 და მე-4 კლასისი მოწასვლეები ერთად. მაგრამ ჩვენს სკოლაში მხოლოდ მესამე კლასის ოთხი მოსწავლეა და პირველი კლასის ერთი მოსწავლე.

- პირველი კლასის და მესალე კლასისი მოსწავლეები სხვადასხვა მასალას გადიან, აქედან გამომდინარე როგორ ახერხებთ 45 წუთში ორივე კლასისი ჩართვას საგაკვეთილო პროცესსში?

იქ სადაც პატარა კონტიგენტია ყველა სკოლებში ასე ისწავლება და არც ჩვენი სკოლაა გამონაკლისი. სახარბიელო ნამდვილად არ არის, მაგრამ ხელიც არ გვეშლება და ის მასალა, რაც აქვთ ბავშვებს გასავლელი და შესასწავლ,ი წლის ბოლოს ამოწურული გვაქვს.

- გიქმნით თუ არა დისკომფორტს ბავშვების სიმცირე?

- პირადად ჩემთვის არანაირ დისკომფორტს არ წარმოადგენს, პირიქით, მეტი დატვირთვით ვასწავლით. თამაშ-თამაშ ვცდილობთ დავაინტერესოთ ბავშვები, რათა თავად ბავშვებზე არ აისახოს მოსწავლეთა სიმცირე.

TIA.GE ესაუბრა აგრეთვე პირველი კლასის ერთადერთი მოსწავლის მშობელს, რომელმაც აღნიშნა, რომ ამ სკოლაში ბავშვი შეიყვანა იმისათვის, რომ მისი შვილი უკეთესს განათლებას მიიღებდა აღნიშნულ სკოლაში და ბავშვი მხოლოდ ორიენტირებული იქნება სწავლისთვის.

სოფელში მოსწავლეების სიმცირე გამოწვეულია იმით, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილმა დატოვეს თავიანთი მამ-პაპისეული მიწა-წყალი და საცხოვრებლად სხვადასხვა ქალაქში წავიდნენ.

როგორც ადგილობრივი მოსახლეობა იხსენებს, აკეთში უწინ ბევრი ახლაგაზრდა იზრდებოდა და შესაბამისად, სოფელიც უფრო მხიარული იყო დღევანდელისგან განსხვავებით.

სტატიის ავტორები: მარიამ ბერიძე და სალომე გეგიძე


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა