თეგებით ძიება

15 საათზე ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გაიმართება. პროცესი 15:00 საათზე არის ჩანიშნული.

წინა სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებები უნდა გამოეკვლიათ, თუმცა, დაცვის მხარემ სხდომის გადადების შუამდგომლობა დააყენა.

ცნობისთვის, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოს სანაცვლოდ შეეცვალა და პატიმრობიდან გათავისუფლდა. გირაოს თანხა - 40 000 ლარი ევროკავშირმა გადაიხადა. აღნიშნული თანხა „ევროპულმა ფონდმა დემოკრატიისთვის“ გამოყო და ხელისუფლებას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შუამავლობით გადასცა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა