საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, სავალან მირზოევი კორონავირუსის საწინააღმდეგო „სინოვაკის“ ვაქცინით აიცრა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, სავალან მირზოევი გარდაბანში, კლინიკა „ჯეო ჰოსპიტალსში" კორონავირუსის საწინააღმდეგო „სინოვაკის“ ვაქცინით აიცრა.
დეპუტატი აცრის შემდეგ თავს კარგად გრძნობს. მან მოსახლეობას ვაქცინაციაში ჩართვისკენ მოუწოდა.
როგორც სავალან მირზოევმა აღნიშნა, კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის ერთადერთი იარაღი მასობრივი ვაქცინაციაა. გარდაბნის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში ვაქცინაცია 17 მარტიდან დაიწყო.
როგორც კლინიკის დირექტორი აცხადებს, ამ დროისთვის ვაქცინა 400-მქ პირმა გაიკეთა. მისივე თქმით, დღეს კი კლინიკაში იმუნიზაცია „სინოვაკით“ დაიწყეს.
24 მაისიდან საქართველოში „სინოვაკით“ ვაქცინაცია დაიწყო.
ქვეყანაში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო, „ფაიზერით“ კი 30 მარტიდან. 3 აპრილს ქვეყანამ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო. ამ ვაქცინის გამოყენება 4 მაისიდან დაიწყო.