თეგებით ძიება
25. 05. 2021 ბიზნესი

საქართველოში ახდენილი ამერიკული ოცნება

35 წლის მაგისტრანტის ახდენილი ოცნება... ყველაფერი ამერიკაზე ფიქრით დაიწყო... სწავლის და პროფესიული ცოდნის დონის ასამაღლებლად ილია გოგოლაური ამერიკაში წასვლას აპირებდა, მან ამერიკის საელჩოს კარები შეაღო და მისი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა.

თავის საქმეზე უზომოდ შეყვარებული ილია გოგოლაური, რომელმაც ყველაფერი მარტომ დაიწყო, თავის საქმეს, ჩუმად და ყველასგან დაფარულად ასრულებდა, საქართელოში ის პირველი ადამიანია, რომელიც ზუსტი და მილიმეტრული სიზუსტით აწყობს რკინის კონსტრუქციებს, მუშაობს ბეტონზე, მინაზე, ასევე ხეზე და ჭაზე.

ყველაფერს აკეთებს იმისთვის რომ ოცნება, რომელიც გულის სიღრმეში პატარა ნაკვერჩხალივით ენთო, ახლა გააღვივოს...

მის გვერდით ხუთი ერთგული ადამინია, რომელთან ერთადაც მან კომპანია დაარსა და შექმნა ის, რაც ჯერ საქართელოში არავის გაუკეთებია.
კომპანია „ლემონსი“ თანადაფინანსების სტარტაპ პროექტით აძლევს საშუალებას ამერიკულ ოცნებას ქართული ფრთები შეასხას.

- გავაცნოთ მკითხველს რა არის „თორილი“?

- „თორილი“ არის ფირმა რომელიც აწყობს და ამონტაჟებს რკინის კონსტრუქციებს. ვმუშაობთ ნებისმიერ მასალაზე. ვაკეთებთ ჭებს, კიბეებს, ლოგინებს, საქანელა სკამებს. ასევე, სიმაღლის სამუშაობესაც ვეწევით. ვმუშაობთ მინაზეც. რკინასთან და ხესთან დაკავშრებულ ნებისმიერ სამუშაოს ვასრულებთ.

პარალელურად, ვემზადები მაგისტრატურისთვის. 35 წლის ასაკში ვაბარებ მაგისტრატურაზე, სამშენებლო განხრით ტექნიკურ უნივერსიტეტში.

- თქვენთან ერთად რამდენი ადამიანი მუშაობს ამ საქმეზე?

- გვყავს რამდენიმე ბრიგადა და ხალხი, რომელიც მუდმივად არის დასაქმებული და გვყავს მუშახელი, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში ვქირაობთ.

- როგორი ტიპის მომსახურებას აწარმოებთ?

- ვემსახურებით იურიდიულ და კერძო პირებს, ოფიციალურად ვთანამშრომლობთ მაგალითად „ქართუ“ ჯგუფთან...

- რა სახის თანამშრომლობა გაქვთ „ქართუ“ ჯგუფთან და თუ შეგიძლიათ ერთი ნამუშევარი მაინც რომ გვაჩვენოთ?

- ვუწყობთ კონსტრუქციებს აი, მაგალითად ამ მომენტში ვმუშაობთ ბერას ივანიშვილთან სახლში, ვაწყობთ კიბის კონსტრუქციას, რომელიც ჯერ საქართველოში არ გაკეთებულა, ნამუშევარი გვაქვს სვანეთშიც.

საქართველოში ახდენილი ამერიკული ოცნება


- სვანეთში რა კონტრუქცია ააშენეთ?

- მზის ენერგიაზე მომუშავე თოვლის სიმაღლის მიხედვით მოძრავი მაგიდა და სკამები, სადაც გადის კაბელები და შეგიძლია ტელეფონიც დატენო. წარმოიდგინეთ, თეთნულდზე არასდროს გექნებათ პრობლემა, დატენოთ ტელეფონი.



- მოგვიყევით, როდის და როგორ დაიწყო თქვენი ისტორია?

- 2016 წელს. თავიდან მარტო ვმუშობდი, ამერიკაში მინდოდა წასვლა და გადავწყვიტე, წასვლამდე რაიმე ხელობა მესწავლა. მოხდა ისე, რომ ისე მომეწონა სწავლის პროცესი და იმდენად შემიყვარდა საქმე, რომლის კეთებაც დავიწყე, გვერდით გადავდე ამერიკა და გადავწყვიტე საქართელოში განმევითარებინა ეს პროფესია.

მიყვარს საქმე, რომელსაც ვაკეთებ. თითოეული ნამუშევარი ჩემთვის ახალი აღმოჩენაა. ვერ მოიწყენ ამ პროფესიასთან, რადგან ძალიან მრავალფეროვანია, ყოველთვის რაღაც ახალს ქმნი...

- როგორ გაჩნდა „თორილის“ დაარსების იდეა?

- პროფესიონალურ დონეზე შევისწავლე ეს პროფესია, ავიღე სერთიფიკატი, როგორც გითხარით თავდაპირველად მარტო დავიწყე მუშაობა, შემდეგ ორი ადამიანი ავიყვანე სამსახურში.

სასაცილოა ის ფაქტი რომ „მაი მარკეტზე“ მედო განცხადება, დამირეკეს და შემთხვევით მოვხვდი ამერიკის საელჩოში. მთხოვეს, რომ დამეყენებინა საკეტი და იმდენად კარგად დავაყენე, რომ ჩემმა დაყენებულა საკეტმა აჯობა ადრე არაერთხელ დაყენებულს, რომელსაც წლები იყენებდნან საელჩოში.

- გამოდის რომ მაინც ამერიკამ შეგიწყოთ ხელი თქვენი ოცნების ასრულებაში?

- კი, ასე გამოდის ნამდვილად. ამერიკის საელჩოს შემდეგ, დამირეკეს ფრანგული სკოლიდან, რომელსაც ამერიკული საელჩო აფინანსებდა. საელჩოს რეკომენდაციით მოვხვდი კანდიდატებს შორის და შემომთავაზეს სკოლის შემოღობვა.

სამი კონკურენტი ვიყავით, ტენდერივით იყო. მე რა თქმა უნდა რეკომენდაცია მქონდა საელჩოდან, რომ მივედი იქ უნდოდათ სამი მეტრის დახურული ტიპის ღობე, ჩემი შეთავაზებული ღობის ტიპი მოეწონათ და დავიწყე მუშაობა.

ამ ფაქტის შემდეგ მომიწია, როგორც ფირმა ისე დავრეგისტრირებულიყავი, ძალიან მაღალ ანაზღაურებაზე იყო საუბარი და ამის გარეშე არ გამოვიდოდა. მერე იყო პერიოდი როცა იურიდიული კუთხით არაფერს ვაკეთებდი და მხოლოდ კერძო შეკვეთებს ვიღებდი, მაგრამ შემდეგ გადავწყვიტე, როგორც კომპანია ისე განვვითრებულიყავი.

- რა გზებით მოხდა თქვენი განვითარება?

- პირველ რიგში ხალხი მოვიმატე, შევიძინეთ ცოდნა, გამოცდილება. არ არსებობს ჩვენთვის კონსტრუქცია, რომელსაც ვერ ავაწყობთ.

- რამდენი ადამინისგან შედგება თქვენი კომპანია?

- მე ვარ მუდმივი ინჟინერი და ჩემთან ერთად კიდევ ხუთი ადამიანია...

- „ქართუსთან“, როგორ მოხვდით?

- ჩემი გაკეთებული ერთ-ერთი ნამუშევარი ნახეს, მოეწონათ და დამიკავშირდნენ თანამშრომლობის თაობაზე.

- როგორ ფიქრობთ ვინ არის ქართულ ბაზარზე თქვენი კონკურენტი?

- იცით, ძირითადად არიან ძალიან დიდი კომპანიები, რომლისთვისაც მე, კონკურენტი ვერასდროს ვიქნები, ამ ეტაპზე მაინც. მაგრამ მე ჩემი ცოდნით და გამოცდილებით, მათ სპეციალისტებს გავუწევ კონკურენციას.

- ფასები თქვენს გამოცდილებასთან ერთად გაიზარდა?

- მისაღები ფასები გვაქვს, მაგრამ კი გაიზარდა რა თქმა უნდა, საგრძნობლად არა.

- მუშაობის დროს რომელი ფირმის ან წარმოების მასალას ანიჭებთ უპირატესობას?

- გააჩნია რისთვის გვჭირდება. ხიდების მშენებლობისთვის საუკეთესოა უკრაინული მასალები.

- და ინჟინერულ მხარეს თქვენ უზრუნველყოფთ? რომ გარდა ხარისხიანი მასალებისა, აიღოთ პასუხისმგებლობა მშენებლობის სანდოობაზე და ხარისხზე.

- მყავს ძალიან ძლიერი ინჟინერი, რომელიც სწავლობს თითოეულ მოთხოვნას და შემდეგ ხდება დამკვეთისთვის ჩვენი პირობების შეთავაზება.

- აძლევთ გარანტიას თქვენივე გაკეთებულ ნებისმიერ კონსტრუქციულ ნამუშევარს?

- კონსტრუქციულ ნაწილზე შემიძლია ცხოვრების ბოლომდე მივცე გარანტია ნებისმიერ ადამიანს. ეს არის საქმე, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს და პირადად მე, ვაკეთებ მთელი გულით.



- განსხვავდება ფასები ინდივიდაულურ შეკვეთებსა და კომპანიას შორის?

- საქართველოში მოგეხსენებათ ხარისხიანი მუშა-ხელი ძალიან ცოტაა, ამიტომ ფასებიც შესაბამისია.

- შოუ რუმი გააქვთ?

- არა. იცით აქამდე არც მიფიქრია განვითარებაზე. მე არასდროს „მიჩალიჩია“ დიდ ფირმებზე გავსულიყავი. ყველაფერი თავისით მოხდა. ჩემი ნამუშევრები ამბობენ სათქმელს. ჩემ შესახებ მხოლოდ რეკომენდაციებით იციან...

- ყოფილა შეკვეთა, რომელიც არ აგიღიათ და რა ყოფილა ამის მიზეზი?

- კი როგორ არა, მიზეზი დამკვეთისგან გამოდინარეა... მარტო ფასი ხომ არ განსაზღვრავს, ადამიანური ფაქტორიც არის.

- სირთულეები გიყვართ?

- ჩემთვის უფრო საინტერესოა რთულ კონსტრუქციებთან მუშობა, ბეტონთანაც, ვიდრე ის რაც უკვე მრავალჯერ გამიკეთებია. მირჩვენია ვისწვალო, განვვითარდე და დავიხვეწო.

- თქვენ ენდობით კლიენტს თუ ის გენდობათ თქვენ?

- ორივე ერთმანეთს ვენდობით ეს ყველაფერი ხომ თანხვედრაში უნდა იყოს...

- დიზაინერი გყავთ?

- არა, თითქმის ყველაფერს მარტო ვაკეთებ...

- არის შეკვეთა სადაც პირადად არ მიდიხართ და სხვას უშვებთ თქვენი კომპანიიდან?

- კი როგორ არა. როცა მარტივი კონსტრუქციაა და მარტოც მშვენივრად გაუძღვება, ამ საქმეს თანამშრომლები აკეთებენ.

- „ხეზე ასვლას“ ასწავლით თანამშრომლებს?

- „ხეზე ასვლა“ ასე არტივი არ არის. ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ შემხვდეს კონსტრუქცია, რომელსაც ვერ გავაკეთებ.



- მზად ხართ იმისთის რომ გახდეთ მზარდი კოპმანია, რომლის დირექტორს საშუალება არ ექნება წამით მაინც მოადუნოს ყურადღება?

- რა თქმა უნდა. ეს არის საქმე რომლისთვისაც მზად ვარ ბოლომდე დავიხარჯო.

- არის თუ არა თქვენს კომპანიაში ე.წ. ქართული სენი „ მოდი ამ საქმეს ხვალ დავამთავრებ“?

- არა! არ არსებობს მომენტი, რომ მე ვადებში არ ჩვეტიო. კონტრაქტი გავალდებულებს ვადებში ზუსტად ჩაჯდომას და ჩვენთან ყველაფერი კეთდება გულით და პასუხიმგებლობის მთელი შეგნებით.

- გყავთ მოსწავლეები?

- ძალიან მინდა, მაგრამ ფიზიკურად დრო ვერ გამოვნახე ამისთვის. როგორც საუბრის დასაწყისში აღვნიშნე, წინ მაგისტრატურის გამოცდები მაქვს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა