საქართველოს პრეზიდენტმა 26 მაისს შეწყალების აქტი გამოსცა
საქართველოს პრეზიდენტმა 10 თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდადებული შეიწყალა. აქედან, სამი მსჯავრდადებული სრულად გათავისუფლდა თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან, ხოლო, შვიდ მსჯავრდადებულს შეუმცირდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა. შეწყალების აქტი შეეხო ასევე, ორ პირობით მსჯავრდადებულს.
სულ ჯამში, 2021 წლის 26 მაისს პრეზიდენტმა შეიწყალა 12 პირი (10 თავისუფლება აღკვეთილი და ორი პირობით მსჯავრის მქონე).