თეგებით ძიება

ნიკა მელია -"ქართული ოცნება" ჩემგან ამნისტიაზე თანხმობას ვერ ეღირსება

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია "ქართული ოცნების" ლიდერებს მიმართავს და აცხადებს, რომ ამნისტიაზე დათანხმებას არ აპირებს.

ამით ნიკა მელიამ "ქართული ოცნების" ლიდერს, ირაკლი კობახიძეს გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ "მელიას ამნისტია არ უნდა და ოპოზიცია აძალებს, რომ მასზე გავრცელდეს".

"ვერ ეღირსება "ქართული ოცნება", ბიძინა ივანიშვილი, ჩემგან იმ განცხადების მოსმენას, ან იმ განცხადების წერილობით წაკითხვას, სადაც წერია, რომ ნიკა მელია თანხმობას აცხადებს ამნისტიაზე ან რასაც ამ რედაქციით ესენი ახმოვანებენ, რომ თითქოს არ უნდა უარვყო... გამორიცხულია.

ოპოზიციური პარტიები, ჩემი კოლეგები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ შეთანხმების თანახმად მოხდეს მისი აღსრულება.

კობახიძეს აქედან ვეუბნები, ნუ ნერვიულობს, მშვიდად იყოს, ხელი არ აუკანკალდეს და მიიღოს ის გადაწყვეტილება რაც მას სურს.

ხო აპირებს ისეთი ჩანაწერის გაკეთებას ამნისტიის კანონპროექტში, სადაც ჩემი თანხმობა იქნება მნიშვნელოვანი, ჩემი პასუხი ხო იცის, თუ არის პრინციპული ღირებულებების მატარებელი, აბა მიდი რას გააკეთებს, ძალიან კარგად ვაკვირდები", - აცხადებს მელია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა