ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და ამბიციურ რეფორმებს - შარლმ მიშელი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
ევროპის საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სოციალურ ქსელში ულოცავს.
როგორც მიშელი "ტვიტერზე" წერს, ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და ამბიციურ რეფორმებს.
"ყველაზე თბილი და გულწრფელი მილოცვა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი.
ევროკავშირი აფასებს ჩვენს ძლიერ პარტნიორობას და გააგრძელებს საქართველოს გვერდში ყოფნას მეგობრულად. ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და ამბიციურ რეფორმებს,"- წერს შარლ მიშელი.