თეგებით ძიება

სკოლის დარაჯი 14 წლის ბიჭს, სავარაუდოდ, წლების განმავლობაში აუპატიურებდა- ახალი დეტალები

სავარაუდო სექსუალური ძალადობა შიდა ქართლში - 40 წლამდე ასაკის მამაკაცი 14 წლის ბიჭის მიმართ, სექსუალურ ძალადობაშია მხილებული.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, როგორც ბიჭის ჩვენებაშია ნათქვამი, კაცი, რომელიც სკოლის დარაჯის ფუნქციებსაც ითავსებდა, მას 3 წლის განმავლობაში აუპატიურებდა.

მოძალადე უკვე დაკავებულია, არასრულწლოვანი კი მშობელთან ერთად გამოკითხვაზეა გადაყვანილი.

დაკავებული მოძალადის დედა ამ ბრალდებას უარყოფს. ამბობს, რომ ეს აუცილებლად უნდა დაამტკიცონ. მისი საუბრიდან ირკვევა ისიც, რომ მისი შვილი ფსიქიკურად დაავადებულია.

40 წლამდე კაცის დაკავებას ადასტურებენ შსს-შიც.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა