„აშშ რჩება მხარდამჭერ პარტნიორად და ქართველი ხალხის გვერდით დგას“- სენატორი ჯინ შაჰინი
სენატორი ჯინ შაჰინი საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მილოცვაში აღნიშნავს, რომ აშშ ქართველი ხალხის გვერდით დგას და მხარდამჭერ პარტნიორად რჩება.
„რამდენადაც საქართველო განაგრძობს მისი დემოკრატიის გაძლიერებას, აშშ რჩება მხარდამჭერ პარტნიორად და ქართველი ხალხის გვერდით დგას, რამდენადაც ისინი მუშაობენ ნათელი მომავლისა და უფრო რეაგირებადი, გამჭვირვალე ხელისუფლებისთვის“- წერს შაჰინი Twitter-ის გვერდზე.