თეგებით ძიება

ნაწყენი ვარ, თუ პატივისცემა იყო, სამი დეპუტატი ყოფილიყო საჭირო, მე-4 სად ვიპოვოთ - იაგო ხვიჩია რეგლამენტის ცვლილებებზე

პარტია "გირჩის" ლიდერი, დეპუტატი, იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ თუ საპარლამენტო ფრაქციისა და პოლიტიკური ჯგუფის არსებობის წესი იცვლებოდა, უმჯობესი იქნებოდა, ყველა პოლიტიკური პარტიის ინტერესი ყოფილიყო გათვალისწინებული.

„ჩვენ სამი დეპუტატი გვყავს და თუ ოპოზიციას რეგლამენტს არგებდნენ, წესიერად მოერგოთ და ფრაქციის შექმნისთვის სამი დეპუტატი ყოფილიყო საჭირო. ჩემთვის ე.ი. არ მოურგიათ, ცოტა ნაწყენი ვარ. თუ პატივისცემა იყო, სამი დეპუტატი ყოფილიყო საჭირო. რომ გითხრათ, რომ ფრაქციის შექმნის დიდი ვნება გვაქვს, მთლად ასე არ არის, მაგრამ თუ საშუალება იქნებოდა, რატომაც არა. მეოთხე დეპუტატი ახლა სად ვიპოვოთ”, – განაცხადა ხვიჩიამ.

კითხვაზე, რამდენად, შეიძლება ვიხილოთ „გირჩის“ წევრები სხვა ფრაქციაში, ხვიჩია აცხადებს, რომ პირიქით - სხვა შეიძლება ვიხილოთ მათ ფრაქციაში.

„ჯერ არ ვიცით ვინ იქნება, ვეძებთ შესაბამის კანდიდატებს, რომ გითხრათ, დიდი ვნება გვაქვს ფრაქციის შექმნის ამ წუთას, ასეც არაა, მაგრამ თუ მოგვცემდნენ საშუალებას, რატომაც არა. სამი რომ ყოფილიყო სიამოვნებით შევქმნიდით, მეოთხე სად ვიპოვოთ,"- განაცხადა ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, რომ მმართველი გუნდის მიერ მომზადებული ცვლილებების მიხედვით, პარლამენტში ფრაქციის შექმნის წესი იცვლება. კერძოდ, 2024 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე, საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ დეპუტატს უფლება ექნება, გაწევრიანდეს სხვა პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ შექმნილ ფრაქციაში, თუ მან დატოვა საარჩევნო ბლოკში შემავალი შესაბამისი პარტიის წევრობა. ასევე, განისაზღვრება საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის შექმნის საკითხებიც. კერძოდ, 2024 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე, ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის არანაკლებ ოთხ წევრს შეეძლება, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი შექმნას.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა