რა არის თივისმიერი ცხელება?
თივისმიერი ცხელება ალერგიული მდგომარეობაა, რომელსაც ყვავილის მტვერი იწვევს.
მას თვალების ქავილი, ცემინება და სურდო ახასიათებს, შესაძლოა, ყელის ქავილიც.
სეზონურად ის 10%-დან 30%-მდე ადამიანს აწუხებს. მწვავდება გაზაფხულ-ზაფხულის თვეებში.
მე-19 საუკუნეში აღნიშნულ სიმპტომებს თივას უკავშირებდნენ, ახალი თივა ალერგენად მიიჩნეოდა, სწორედ აქედან მიიღო დაავადებამ სახელწოდება.
შემდეგ, ბრიტანელმა ექიმმა აღმოაჩინა კავშირი სიმპტომებსა და ყვავილის, ხის, ასევე ბალახის მტვრის ნაწილაკებს შორის.
თივისმიერი ცხელების სიმპტომები ბავშვობიდან იწყება და ასაკის მატებასთან ერთად შემსუბუქდება, შემთხვევათა 20%-ში კი საერთოდ ქრება.
შვედური კვლევებით 50 წლის ასაკის ადამიანები სრულიად თავისუფლდებიან დაავადებისგან.
თუმცა, არსებობს შემთხვევები, როდესაც ადამიანს მტვერზე ალერგია არ აქვს და ის 30 წლის ასაკში გამოუვლინდება.
დღესდღეობით, შემთხვევათა რაოდენობები იზრდება. განსაკუთრებული რისკის ქვეშ არიან ადამიანები, რომლებიც ასთმისკენ არიან მიდრეკილები.
ალერგიის მქონე ადამიანებისთვის წვიმა ერთგვარი შვებაა. ნესტიან პირობებში მტვერი ჰაერში აღარ მოძრაობს, შესაბამისად, მცირდება ალერგიული რინიტი და
თვალების ქავილი.
დღისით ტემპერატურის მატებასთან ერთად მტვრის შემცველობა მატულობს ჰაერში, საღამოს კი მისი კონცენტრაცია მცირდება.
ამიტომ, ადამიანთა უმეტესობას სიმპტომები გამთენიისას და დღის განმავლობაში აწუხებთ.
აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი მცენარის მიერ მტვრის გამოყოფა საღამოს უფრო მეტად ძლიერდება.
არსებობს მოსაზრება, რომ ერთი კოვზი თაფლის მიღება სიმპტომებს ამსუბუქებს.
თუმცა, მცირე კვლევებისას აღმოჩნდა, რომ მას არანაირი შედეგი არ აქვს.
ალერგიული რინიტის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია, დააკვირდეთ, თუ კონკრეტულად რაზე ხართ ალერგიული და მოერიდოთ გამღიზიანებელ ფაქტორს.
მკურნალობის ყველაზე ეფექტური გზა ანტიჰისტამინური საშუალებების მიღებაა.
ის სიმპტომებს საგრძნობლად ამცირებს.
აუცილებელია, მესამე თაობის ანტიჰისტამინები, რომელთაც ძილიანობა არ ახასიათებს.
დაავადების გართულება სინუსიტს იწვევს, ასევე შუა ყურის ანთებაც შეიძლება გამოიწვიოს.