თეგებით ძიება

უწყლოდ დარჩენილი აჭარის სოფლები

21-ე საუკუნეა, სამყარო ვითარდება და აჭარის ზოგიერთ სოფელში მოსახლეობას ელემენტარული ჰიგიენური ნორმების დაცვაც კი არ შეუძლია, იმიტომ, რომ არ აქვს წყალი!

პროექტ "ჩემი რეგიონის" ფარგლებში, TIA.GE-ს კორესპონდენტი გაესაუბრ აჭარის სხვადასხვა სოფლის მოსახელეობას, გვაინტერესებდა მათი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით. თუ როგორ ცდილობენ არსებული სიტუაცის დაძლევას.

მოსახლეობის ძირითადი ნაწილი აღნიშნავს, რომ ეს პრობლემა წლებია ასე გრძელდება და მათ უწევთ ელემენტარულ სასმელი წყალის ჭიდან ან ხელოვნურად შექმნილი საკუთარი წყალსაცავებიდან მოზიდავა.

ზოგი მათგანი აღნიშნავს, რომ მას არცერთი საშუალება არ აქვს და იმისთვის, რომ, როგორმე ოჯახში სასმელი წყალი შეიტანოს ორი სოფლის გავლა უწევს, რაც საკამოდ დამღლელი და მძიმე პროცესია.

უწყლოდ დარჩენილი აჭარის სოფლები


ერთ-ერთი სოფლის მოსახლეობა აღნიშნავს, რომ იყო მცდელობა წყლის სისტემის მოწესრიგებისა. ადგილობრივმა ხელისუფლება კი ამის საბოლოო გამოსავალი შემდგომი გზებით იპოვა: დაამონტაჟა ხელოვნური ამოსატუმბი მდინარეზე, რომელიც დამაგრებულია მრიცხველზე და თითოეულ მოსახლეს გარკვეული თანხის გადახდა უწევს იმისთვის, რომ წყალ-მომარაგება არ შეუწყდეს, თუმცა ზაფხულის დადგომასთან ერთად, ეს პრობლემა კვლავ მოუგვარებელი რჩება.

სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა გამოსავალის ძიებაშია, მოდის ზაფხული, არავინ იცის რა გააკეთოს. ცდილობენ საკუთარი ხმა მიაწვდინონ ზემდგომ ორგანოებს.

ავტორი: დიანა დევაძე


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა