თეგებით ძიება

თბილისში 5 მანქანა ერთმანეთს დაეჯახა - არიან დაშავებულები

თბილისში, გლდანის ხიდებთან ერთმანეთს 5 ავტომობილი შეეჯახა. "ფორმულას" ინფორმაციით, ავტოავარიის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა.

დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებმა სხვადასხვა კლინიკებში გადაიყვანეს. მათგან ორი ღუდუშაურის კლინიკაშია მოთავსებული.

თვითმხილველების ინფორმაციით, ერთერთი ავტომანქანის მძღოლი ნასვამ მდგომარეობაში იყო.

ადგილზე საპატრულო პოლიცია და სამაშველო სამსახურია მობილიზებული.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა