თეგებით ძიება

"ნამახვანჰესის" საწინააღმდეგო აქციაზე პოლიციამ 8 ადამიანი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სოფელ გუმათში, ნამახვანჰესის საწინააღმდეგო აქციაზე 8 ადამიანი დააკავეს.

უწყების ცნობით, რვავე პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული კანონმდებლობით დააკავეს.

შეგახსენებთ, რომ სოფელ გუმათში, სადაც "ნამოხვანჰესის" მოწინააღმდეგეები იმყოფებიან, ცოტა ხნის წინ დაძაბულობა იყო. "რიონის ხეობის მცველებს" "ნამახვანის" მიმართულებით გადაადგილება უნდოდათ, რისი საშუალება სამართალდამცველებმა არ მისცეს.

არსებული ინფორმაციით, ჭყლეტაში მოყოლილი რამდენიმე ადამიანი შეუძლოდ გახდა და ისინი ადგილიდან განარიდეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა