თეგებით ძიება

უკრაინაში ქართველი "კანონიერი ქურდი“ დააკავეს

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი „კანონიერი ქურდი“ დააკავეს.

უკრაინის ეროვნული პოლიცია ვინაობას არ აკონკრეტებს, თუმცა „რუსთავი2“-ის ინფორმაციით, დაკავებულია 60 წლის პაატა ჩხარტიშვილი, რომელსაც კრიმინალურ წრეებში „პრინცის“ მეტსახელით იცნობენ.

უკრაინული გამოძიება ჩხარტიშვილს ნარკოტიკებით და იარაღით ვაჭრობას ედავება. მას ზაპოროჟიეს სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ცნობისთვის, ბოლო დღეებში უკრაინის რამდენიმე ქალაქში ქურდული სამყაროს წინააღმდეგ მიმდინარე სპეცოპერაციის ფარგლებში არაერთი კრიმინალური “ავტორიტეტი“ დააპატიმრეს, ნაწილს პატიმრობა შეეფარდა, ნაწილი კი ქვეყნიდან გააძევეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა