თეგებით ძიება

„ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული 8 პირი გაათავისუფლეს

წყალტუბოს რაიონულ სასამართლოში, სოფელ გუმათში, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დაკავებული 8 პირის სასამართლო პროცესი გადაიდო. ადმინისტრაციული წესით დაკავებული ყველა პირი გათავისუფლდა.

სასამართლო სხდომა 4 ივნისისთვის გადაიდო. მიზეზი დაცვის მხარის შუამდგომლობა გახდა. ადვოკატებმა საგამოძიებო უწყების მიერ წარდგენილი დამატებითი მტკიცებულებების გაცნობის მიზნით დრო ითხოვეს. მოსამართლემ საქმის განხილვამდე რვავე პირი დარბაზიდან გაათავისუფლა.

ადვოკატები ითხოვდნენ, რომ დაკავებულების მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება შეწყდეს.

საქმეზე გამოძიება ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, რომ 27 მაისს, ღამით სოფელ გუმათში, სადაც რკინის ბარიკადებია აღმართული, "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. "ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეები ბარიკადებზე ხელების დარტყმითა და ხმაურით პროტესტს გამოხატავდნენ, ამავდროულად ბარიკადებს მიღმა გადასვლას და სოფელ ნამახვანისკენ წასვლას ცდილობდნენ,რისი უფლებაც მათ ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ არ მისცა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა