თეგებით ძიება

გუმათში, "ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული 8 პირის სასამართლო პროცესი გადაიდო

გუმათში, "ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დაკავებული 8 პირის სასამართლო პროცესი გადაიდო - მომდევნო პროცესი 4 ივნისს გაიმართება.

ადვოკატები ითხოვდნენ, რომ დაკავებულების მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება შეწყდეს.

შეგახსენებთ, რომ 27 მაისს, ღამით სოფელ გუმათში, სადაც რკინის ბარიკადებია აღმართული, "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. "ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეები ბარიკადებზე ხელების დარტყმითა და ხმაურით პროტესტს გამოხატავდნენ, ამავდროულად ბარიკადებს მიღმა გადასვლას და სოფელ ნამახვანისკენ წასვლას ცდილობდნენ,რისი უფლებაც მათ ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ არ მისცა. დაპირისპირებისას სამართალდამცველებმა "რიონის ხეობის მცველების" 8 წარმომადგენელი დააკავა. რვავე პირი ადმინსიტრაციული წესით არის დაკავებული.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა