"უცბად გამოჩნდა ბიძინა და ახალი სტიმული მომცა..." - ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი ჩაინიშნა
"გამარჯვებული საქართველოს" ლიდერის სასამართლო პროცესი 9 ივნისს ჩაინიშნა. ინფორმაციას ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს:
"ის-ის იყო, ჭიჭე ვაშაძის და ხაზარაძის მოსაქმულის გამო, პოსტების წერაში შემოქმედებითი კრიზისი დამეწყო, რომ უცბად გამოჩნდა ბიძინა და ახალი სტიმული მომცა - კრუაზეტზე სეირნობა დიდხანს არ გაგიტკბეს და დროზე ჩამოდი, 9 ივნისს სასამართლო პროცესი ჩაგინიშნეთო.
ერთხელ წყნარად ვერ წავედი საზღვარგარეთ ამათი გადამკიდე", - წერს ოქრუაშვილი ფეისბუქზე.