თეგებით ძიება

„ნაცმოძრაობა“ ბოიკოტს წყვეტს - ენმ პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში შედის

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ბოიკოტს წყვეტს. როგორც გაერთიანებული ოპოზიციის წევრი, მედია ვასაძე აცხადებს, ენმ ორშაბათიდან აჭარის უმაღლეს საბჭოსა და საქართველოს პარლამენტში შესვლას აპირებს.

ვასაძე ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა რეგიონებში შეხვედრები გამართეს და მოსახლეობასთან შეხვედრების შემდეგ მიიღეს ეს გადაწყვეტილება.

„მას შემდეგ, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია შეხვდა აჭარის აქტივს, ვესწრებოდი მე ამ სხდომას, როგორც უმაღლესი საბჭოს წევრი. იყო აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ მაინც დაბალანსდა, რომ შესვლა არის საჭირო, არმც თუ საჭირო არამედ აუცილებელიც. ასე, რომ ხვალ არის მოწვეული „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომა, რეგიონების მოსაზრებები და შედეგები ალბათ შეჯამდება ამ სხდომაზე და მაღალი ალბათობით ჩვენ შევალთ როგორც აჭარის უმაღლეს საბჭოში ასევე საქართველოს პარლამენტშიც, „გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია““, – ამბობს მედია ვასაძე აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან.

primetime.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა