თეგებით ძიება

აშშ საქართველოს $88 მილიონს გამოუყოფს

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს 2022 წელს 88 მილიონ დოლარს გამოუყოფს.

როგორც აშშ-ის საგარეო ბიუჯეტის დოკუმენტშია განმარტებული, აღნიშნული დახმარება "ხელს შეუწყობს საქართველოს დემოკრატიზაციას, ეკონომიკურ განვითარებას, ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას და გააძლიერებს მის მედეგობას კრემლის დამანგრეველი გავლენის წინააღმდეგ".


"ეს დაფინანსება დაეხმარება საქართველოს ინსტიტუციურ გაძლიერებას და დაბალანსებას და გააძლიერებს კანონის უზენაესობას; კიდევ უფრო განავითარებს სამოქალაქო საზოგადოებას; გააუმჯობესებს წვდომას დამოუკიდებელ, დაბალანსებულ და სანდო მედიაზე; წაახალისებს პოლიტიკურ პლურალიზმს; ხელს შეუწყობს შერიგების მცდელობას, აფხაზეთის ჩათვლით; გაზრდის ენერგოუსაფრთხოებას;

წაახალისებს რეფორმებს, რომელიც აუცილებელია შიდა ეკონომიკური განვითარებისთვის; გააძლიერებს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობა და სოფლის მეურნეობის პროდუქტიულობას და მიიზიდავს უცხოურ ინვესტიციებს", - აღნიშნულია დოკუმენტში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა