საგარეჯოში ბიზნესმენი დაჭრეს
საგარეჯოში ე.წ. თევზების ტბების ერთ-ერთი მეწილე, დავით აზარიაშვილი დაჭრეს.
"ფორმულას" ინფორმაციით, აზარაშვილს ცივი იარაღით დაზიანებები მუცლის და სხეულის სხვადასხვა არეში მისივე ნაცნობმა მიაყენა. დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დანაშაულის კონკრეტული მოტივი ჯერჯერობით უცნობია.