თეგებით ძიება

გაზი გაძვირდა - დღეიდან თბილისში 8 თეთრიანი ტარიფი ამოქმედდება

თბილისში გაზი გაძვირდა, 8 თეთრიანი ტარიფო, რომელიც სემეკმა დაადგინა, დღეიდან ამოქმედდება.

1-ლი ივნისიდან, 1 კუბურ მეტრ გაზში მოსახლეობას თითქმის 54 თეთრი ექნება გადასახდელი.

აღნიშნული ტარიფი, უცვლელად იმუშავებს 2022 წლის ბოლომდე, თუმცა დოლარის ფასის შესაძლო გაძვირების ფონზე, არ არის გამორიცხული წელიწადნახევრის შემდეგ კვლავ მოხდეს ტარიფის მატება.

შეგახსენებთ, რომ "თბილისი ენერჯიმ" გაზის ტარიფის ზრდასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ კომპანია გაზს 34 თეთრად ყიდულობს და 26 თეთრად ყიდის. ამის გამო, "თბილისი ენერჯიმ" წელიწადნახევარში 25 მილიონი ლარი იზარალა:

"გვინდა განვმარტოთ, რომ დღევანდელი მონაცემებით ვალუტის კურსის გამო კომპანია გაზს 34 თეთრად ყიდულობს. სემეკის 2019 წლის დადგენილებით კი ყიდის 26 თეთრად. ამ მიზეზით ბოლო წელიწად ნახევრის განმავლობაში თბილისი ენერჯიმ 25 მილიონი ლარი იზარალა. რის გამოც საფრთხის ქვეშ დადგა თბილისის გაზის ქსელის უსაფრთხოებაზე ზრუნვა“ - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

"თბილისი ენერჯის\'\' მომხმარებლებისთვის ბუნებრივი აირის საფასურის 8 თეთრით გაზრდის შემდეგ, ტარიფი შესაძლოა "ვარკეთილაირისა" და "ენერგოკავშირის\'\' აბონენტებისთვისაც გაიზარდოს. კომპანიებმა სემეკს საფასურის მატების მოთხოვნით უკვე მიმართეს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა