თეგებით ძიება

საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდების ფაქტი გამოავლინა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოვლენილი იქნა დიდი ოდენობით გადასახადებისათვის თავის არიდების ფაქტი, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ქ. თბილისში მოქმედი კომპანიის ხელმძღვანელი, საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევით, სისტემატურად ახდენდა შემოსავლების არასწორ დეკლარირებას, რითაც თავს არიდებდა დიდი ოდენობით გადასახადების გადახდას.

საგადასახადო შემოწმების შედეგად, გადამხდელს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაერიცხა 194 886 ლარი, მათ შორის ძირითადი გადასახადი 129 854 ლარის ოდენობით.

ტარდება შესაბამისი ღონისძიებები კომპანიაზე რიცხული ქონების დაყადაღების და კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების გავლის შემდეგ, მიყენებული ზიანის ბიუჯეტის სასარგებლოდ იძულების წესით ამოღების მიზნით“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან ხუთ წლამდე ვადით.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა