თეგებით ძიება

დღეს საქალაქო სასამართლოში გიორგი მუმლაძის პროცესი გაიმართება

დღეს საქალაქო სასამართლოში ოცნების ოფისთან 14 აპრილს დაკავებული აქტივისტის გიორგი მუმლაძის პროცესი გაიმართება, რომელსაც გამოძიება პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევასა და ფიზიკურ შეურაცხყოფას ედავება. სხდომაზე სამართალდამცველების მიერ წარდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ, ასევე გამოიკითხებიან მოწმეებიც.

პროცესის პარალელურად სასამართლოს ეზოში სამოქალაქო აქტივისტები მუმლაძის მხარდაჭერის მიზნით აქციას გამართავენ:

"მათი პოზიცია არის ის, რომ თითქოს ჩემი მხრიდან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს ჰქონდა ადგილი, სინამდვილეში ასე არ იყო. მე სრულიად უკანონოდ მაკავებდნენ, ამის დამადასტურებელი მასალები გვაქვს.

პლუს ის, რომ თავის დახსნის მიზნით გავითავისუფლე თავი და არანაირად პოლიციელის დაზიანების მიზანი არ მქონია. იმ მომენტში სუნთქვის უკმარისობა მქონდა და თავის დახსნის მიზნით ხელზე ვუკბინე პოლიციელს. ასევე არის მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც ადასტურებენ იმ ფაქტებს, რომელსაც შეესწრნენ იქ ყოფნის დროს", - განაცხადა გიორგი მუმლაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა