ჯანმომ "სინოვაკს" ავტორიზაცია მიანიჭა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩინური წარმოების ვაქცინა "Sinovac"-ს საგანგებო გამოყენებისთვის ავტორიზაცია მიანიჭა.
ცნობისთვის, ეს მეორე ჩინური ვაქცინაა, რომელსაც ჯანმო-ს ავტორიზაცია აქვს.
შეგახსენებთ, წინა თვეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩინური ვაქცინა Sinopharm-ი საგანგებო გამოყენებისთვის დაუშვა.