თეგებით ძიება

ნიკოლოზ ბასილაშვილის იურისტების საგანგებო განცხადებას ავრცელებენ

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის უფლებადამცველები საგანგებო განცხადებას ავრცელებენ, რომლითაც ირაკლი კაჭარავას მიერ გავრცელებულ ბრალდებებს ეხმაურებიან. ბასილაშვილის ადვოკატები კაჭარავას სიცრუეში ადანაშაულებენ.

"ჩვენ ნიკოლოზ ბასილაშვილის იურისტები არ ვაპირებთ პასუხი გავცეთ ვინმე ირაკლი კაჭარავას მიერ სიცრუეზე დაფუძნებულ ბრალდებებს, რომელიც აშკარად ბმაშია 2020 წელს წამოწყებულ კამპანისთან, რომლის მიზანიც სპორტსმენის რეპუტაციის შელახვაა.

ჩვენ სიღრმისეულად გავეცანით სარჩელს და ვერ აღმოვაჩინეთ ვერც ერთი მტკიცებულება, რომელიც სასამართლომ შესაძლოა გაიზიაროს. ჩვენ პროფესიულ ხედვას ამყარებს, ის გარემობაც, რომ მიმდინარე წლის 27 აპრილს სასამართლომ არ დააკმაყოფილა კაჭარავას მიერ მოთხოვნილი ყადაღა.

აქვე განვმარტავთ, რომ ბუნებაში არ არსებობს არანაირი ხელშეკრულება ნიკოლოზ ბასილაშვილსა და ირაკლი კაჭარავს შორის. შესაბამისად, მოკლებულნი ვართ შესაძლებლობას, რაიმე სახის სერიოზული კომენტარი გავაკეთოთ აღნიშნულ საკითხზე.

და ბოლოს მოუწოდებთ მედიის, ნებსით თუ უნებლიეთ არ მოხდეს ჟურნალისტების შეცდომაში შეყვნა ნუ დაეყრდნობიან მხოლოდ ირაკლი კაჭარავას მოსაზრებას, პირველ რიგში, მოითხოვონ ოფიციალური ხელშეკრულება.. რომლიც როგორც თავში აღვნიშნეთ ბუნებაში არ არსებობს," - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, ბიზნესმენი ირაკლი კაჭარავა ბასილაშვილს ექვსი წლის წინ გაფორმებული ხელშეკრულების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს.

ბიზნესმენის ადვოკატის - მარიკა არევაძის განცხადებით, ირაკლი კაჭარავამ ნიკოლოზ ბასილაშვილის სპორტულ კარიერაში ინვესტიცია ჯერ კიდევ 2015 წელს ჩადო და წლების განმავლობაში, ჩოგბურთელს უნაზღაურებდა მთელ რიგ ხარჯებს. იმავე ხელშეკრულებაში ჩადებული იყო პუნქტი, რომლის თანახმადაც, თუკი ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიოს რეიტინგის ორმოცდაათეულში შევიდოდა, მაშინ მისი საპრიზო და სარეკლამო ჰონორარებიდან წილი ირაკლი კაჭარავასაც უნდა მიეღო. ბასილაშვილი ორმოცდაათეულში ოთხი წლის წინ შევიდა, მაგრამ ხელშეკრულების პირობების შესრულებისგან დღემდე თავს იკავებს და მას შემდეგ, რაც კაჭარავამ სპორტსმენის ოჯახის წევრებთან მოლაპარაკების იმედი საბოლოოდ დაკარგა, სასამართლოს მიმართა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი კაჭარავას სარჩელი წარმოებაში 2021 წლის 27 აპრილს მიიღო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა