თეგებით ძიება
01. 06. 2021 COVID - 19

"სამხრეთ აფრიკული შტამი ვერაგია...ახალი ვირუსები უფრო აგრესიულები არიან " - გიორგი ფხაკაძე გვაფრთხილებს

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტის, პროფესორი გიორგი ფხაკაძის განცხადებით, კორონავირუსის ახალი შტამები უფრო აგრესიელები არიან და უფრო მეტად ინფიცირდებიან ახალგაზრდები.

მისი ვარაუდით, სექტემბერში მეოთხე ტალღას უნდა ველოდოთ.

მისი განმარტებით, კორონავირუსის ახალი შტამების გამოვლენა და მუტაცია მანამდე გაგრძელდება, ვიდრე დედამიწაზე ადამიანია და სიცოცხლე იქნება.

"სამხრეთ აფრიკული იქნება, ბრაზილიური, ამერიკული, ფრანგული თუ ახლა ვიეტნამურმა ამოყო თავი, ჩვენ უნდა ვიყოთ მზად იმსათვის, რომ ვირუსები კიდევ შეიცვლიან სახეს, მუტაცია იქნება, ეს ნორმალური პროცესია. ტენდენციას ვხედავთ, ახალი ვირუსები უფრო აგრესიულები არიან, უფრო ადაფტირდებიან ადამიანზე და შედეგად ჩვენ გვაქვს ის, რომ ადრე თუ იყო მხოლოდ მაღალი ასაკის ადამიანებში იყო ვირუსის მსხვერპლი, უფრო რთულად გადაჰქონდათ ვირუსი, ახლა ეს პროცესი გაახალგაზრდავდა. სამხრეთ აფრიკული შტამი ვერაგია, სექტემბერში მეოთხე ტალღას უნდა ვლოდოთ,"- აცხადებს ფხაკაძე "რუსთვი2"-თან..

ჟურნალისტის კითხვაზე, როდემდე შეიძლება გაგრძლედეს კორონავირუსის მუტაცია და ახალი შტამების გამოვლენა, გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ პროცესი უსასრულოდ გაგრძელდება, ვიდრე დედამიწაზე ადამიანები იცოცხლებენ.

"ვირუსები სულ არის, ეს ახალი არის, ყოველ 100 წელიწადში გვაქვს აფეთქება და ახლა არის ეს დრო. 100 წლის წინანდელთან განსხვავებით, ჩვენ გვაქვს მეცნიერება, წამლები და მაგალითად, კორონავირუსი 100 წლის წინ რომ ყოფილიყო, ნამდვილად ეს იქნებოდა სასიკვდილო განაჩენი დედამიწისთვის. არაერთი ეფექტური ვაქცინა გვაქვს და დარწმუნებული ვარ, წლის ბოლომდე წამლებიც დაგვეხმარება პროცესის მართვაში,"-განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა