თეგებით ძიება

"მონაწილეობას ვიღებდი ხეობის ორად გაყოფაში..." - გამომძიებელი შსს-ს ამხელს და რიონის ხეობის გამო, თანამდებობას ტოვებს

იმერეთის სამხარეო პოლიციის მოქმედი გამომძიებელი შინაგან საქმეთა სამინისტროს ამხელს. ექსკლუზიურად "მთავარ არხთან" ხმელიძე აცხადებს, რომ აღარ აპირებს უკანონო დავალებების შესრულებას და იძულებული ხდება თანამდებობა დატოვოს.

მთავარი ფაქტორი, რამაც პოლიციის მოქმედ კაპიტანს რადიკალური ნაბიჯის გადადგმა გადააწყვეტინა, რიონის ხეობაში განვითარებული პროცესებია. ანუ, სამმართველოს უფროსი დეტექტივი პირდაპირ ამბობს, რომ დავალებები, რომელსაც სამართალდამცველები ზემდგომებისგან იღებენ, დისკრიმინაცუული და უკანონოა. ხმელიძე შესაძლოა არ იყოს ერთადერთი, რადგან, მისი თქმით, პროტესტის გრძნობა მის არაერთ თანამშრომელს აქვს.

"მე მინდა გავაკეთო განცხადება სამსახურიდან წასვლასთან დაკავშირებით. აღნიშნულ ფაქტამდე მიმიყვანა იმ გარემოებამ რაც ხდება ნამოხვანში. სოლიდარობას ვუცხადებ ვარლამ გოლეთიანს, ქალბატონ მაკა სულაძეს და იქ მდგომ თითოეულ ადამიანს, რომლებსაც უკანონოდ ელახებათ თავიანთი კონსტიტუციური უფლება და არ აქვთ თავიანთ სახლში გადაადგილების საშუალება. პოლიციის მიერ, ანუ, ჩემს მიერაც, მონაწილეობას ვიღებდი ხეობის ორად გაყოფაში და ამ ადამიანებს, ვინც ცხოვრობდნენ რეალურად იქით, აქვთ სახლები და ჰყავთ შვილები, ვუზღუდავდით თავისუფლად გადაადგილების უფლებას. ძაან მოქმედებს ადამიანის თავმოყვარეობაზე, სინდისზეც, ნამუსზეც. როდესაც უბრალოდ მოქალაქეს აქვს თავისი ბრძოლა თუნდაც ქვეყნისთვის და შენ ამას უზღუდავ.., - ამბობს ხმელიძე.

მისივე თქმით, "უპირველესი დავალება არის ის, რომ ის ადამიანები, ვინც არიან მომიტინგეები, არ უნდა მოხვდნენ არანაირად ზღურბლს იქით".

ზურაბ ხმელიძე ამბობს იმასაც, რომ გუნდში მის აზრზე არაერთი სამართალდამცველია და სამსახურის დატოვებისკენ მათაც მოუწოდებს.

ხმელიძე პოლიციის მოწმობას უწყებაში ფოსტით გაგზავნის.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა