თეგებით ძიება

სამედიცინო შპრიცები და პასუხისმგებელ პირთა გაფართოებული წრე - ახალი დეტალები მეგი ბაქრაძის საქმეში

კოროვიდვაქცინის გაკეთების შემდეგ გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის საქამეში ახალი დეტალები გამოიკვეთა. ადვოკატები გლდანი-ნაძალადევის პოლიციის მერვე განყოფილებაში საქმის მასალებს გაეცნენ.

მათი განცხადებით, არსებობს ახალი გარემოება, რომლითაც გამოძიება უნდა დაინტერესდეს.

"საქმეს დაემატა ახალი მტკიცებულებები, ეს არის შპრიცები, რომლითაც იმუნიზაცია მოხდა. ამასთან, გამოძიებასთან ასევე უნდა გავიაროთ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, უნდა დაიწყოს ვიოლეტა ინასარიძის მიმართ გამოძიება, სამსახურებრივი გულგრილობის მუხლით. ამის საფუძველი უკვე არსებობს, თუმცა გამოძიება ჯიუტად არ იწყებს მოქმედებას," - აცხადებს მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატი ვახტანგ ბარამაშვილი.

ადვოკატები ასევე ამბობენ, რომ პასუხისმგებელ პირთა წრე ამ საქმეზე აუცილებლად უნდა გაფართოვდეს.

"საუბარია რეანიმატოლოგ გიორგი აფციაურზე, ის იკვეთება ცრუ ინფორმაციის ფაქტებთან, ჩვენების შეცვლასთან, სამსახურეობრივ გულგრილობასა და სამედიცინო დოკუმენტაციის გაყალბებასთან. ამასთან დაკავშირებით, თავად კლინიკა "იმედის" თანამშრომლები საუბრობენ,"- აცხადებს მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატი, ნინო ამაღლობელი.

rustavi2.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა